მთავარი პროკურატურა მარნეულის მერის დაკავებას ადასტურებს
მთავარი პროკურატურა მარნეულის მერის დაკავებას ადასტურებს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

პროკურატურაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, პირველი არხის წყაროს ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

აბაზოვის დაკავება სავარაუდოდ მარნეულში მოქალაქე ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომლის შესახებაც რეპორტაჟი „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.