პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესების დახურვას სააპელაციო სასამართლოშიც ითხოვს
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნება ფიზიკურად იმ ხარისხისა და მნიშვნელობის მტკიცებულებების ხელმეორედ გამოკლვლევა, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა, ეს მოსმენაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს აქვს რამდენიმე შუამდგომლობა, რომელსაც დღეს დააყანებს.
„თითოეული ერთმანეთზე მნიშვნელოვანია, მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნა დაერთოს სააპელაციო საქმეს. ასევე, ერთ-ერთი მოწმე რომ განმეორებით დაიკითხოს, რადგან იმ კონკრეტული მოწმის დაკითხვის საშუალება საქალაქო სასამართლომ მხოლოდ გარკვეულ საკითხებზე მოგვცა. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შუამდგომლობა იქნება დაყენებული, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თუ საქალაქო სასამართლოში ნამდვილად ჰქონდა მოსამართლეს შესაძლებლობა, გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი, ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობების შემდგომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება სააპელაციოს“,- განაცხადა ფანცულაიამ.
დეკანოზის ადვოკატი იმედოვნებს, რომ პროკურატურის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, პროცესების დახურვის თაობაზე, მოსამართლე არ დააკმაყოფილებს.