პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ გამარჯვებულები 14 ივლისს გამოვლინდებიან
პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ გამარჯვებულები 14 ივლისს გამოვლინდებიან

სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა.

სააგენტოს ინფორმაციით, სულ მიღებულია 400-ზე მეტი განაცხადი. ბიზნესგეგმების გადარჩევა სამთავრობო კომისიის მიერ 23 ივნისიდან დაიწყება და გამარჯვებული ბენეფიციარები 14 ივლისს გამოვლინდებიან.

„აწარმოე უკეთესი მომავლისთვის” საპილოტე პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა. პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ცხინვალის რეგიონი) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.