ირაკლი კობახიძე – ევროპელ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია ათამდე პროექტზე, რომლებიც ემსახურება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში

20:31, 18.07.2024

კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია ათამდე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომლებიც ემსახურება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, გვქონდა საუბარი სხვა პროექტებზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე შეხვედრაში მონაწილეობდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს, მათ შორის, ენერგეტიკული ტრანზიტის თვალსაზრისით.

„ეს ეხება იმავე გაზის რესურსებს, ნავთობის  რესურსებს და ა.შ. ამ კუთხით გვქონდა საუბარი როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციურ პროექტებზეც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი