მამუკა ხაზარაძე - წალენჯიხაში რამდენიმე სერიოზული პროექტი დავიწყეთ, სადაც თავისუფლებაა, იქ არის ხელოვნება, ინვესტიცია, განვითარება
მამუკა ხაზარაძე - წალენჯიხაში რამდენიმე სერიოზული პროექტი დავიწყეთ, სადაც თავისუფლებაა, იქ არის ხელოვნება, ინვესტიცია, განვითარება

წალენჯიხაში რამდენიმე სერიოზული პროექტი დავიწყეთ და დღეს ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების თავშეყრა, რომლებიც გააფორმებენ ერთიან კომუნიკეს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანში წალენჯიხაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პროექტების განხორციელების კუთხით, საერთაშორისო პარტნიორებთან გამართეს კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი დარგების აღორძინებას, ევროპულ სტანდარტზე გადაყვანს შეუწყობენ ხელს.

„როგორც იცით, წალენჯიხაში ჩვენ რამდენიმე სერიოზული პროექტი დავიწყეთ და დღეს სწორედ ხდება ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების თავშეყრა, რომლებიც გააფორმებენ ერთიან კომუნიკეს და დააფუძნებენ დარბაზს, რომელიც იქნება წალენჯიხის პროექტების მხარდამჭერი და სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განმხორციელებელი. ეს იქნება სახელოვნებო, თეატრალური, უბრალოდ კურორტის, თუ სხვა მიმართულების თვალსაზრისით.

როგორც დავპირდი საზოგადოებას, უახლოეს ხანში რამდენიმე ღონისძიება გვექნება წალენჯიხაში. თქვენ იცით, რომ სერიოზულ პროექტებს მომზადება სჭირდება და ძალიან მალე ჩვენ უკვე რამდენიმე პროექტს წარვადგენთ საგანმანათლებლო მიმართულებით. ჩვენ კომუნიკაცია გამართული გვაქვს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორთან, ეს არის ჰოლანდია, კანადა, საიდანაც დარგის სპეციალისტებს ჩამოვიყვანთ, იმ დარგების აღორძინებას და ევროპულ სტანდარტზე გადაყვანს შევუწყობთ ხელს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ტურიმზმი, თუ სხვა. დღევანდელი შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, იქ, სადაც თავისუფლებაა, არის ხელოვნება, იქ არის ინვესტიცია, განვითარება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

აღნიშნული კომენტარი მამუკა ხაზარაძემ არტ პლატფორის პრეზენტაციაზე გააკეთა. კერძოდ, როგორც აღინიშნა, თბილისში, ქართველი ხელოვანების მიერ საზოგადოება არტ პლატფორმა „გრანელი“ ჩამოყალიბდა.

პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ პლატფორმის მიზანი წალენჯიხაში საქართველოს და მისი მეგობარი ქვეყნების საერთო ხედვების და ინტერესთა სფეროს ახალი მყარი ტრიბუნის შექმნაა.

ორგანიზატორების თქმით, არტ პლატფორმა კულტრის სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს და ძირითად სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს წალენჯიხაში ხელოვნების ინოვაციისა და განათლების საერთაშორისო ჰაბის შექმნა.