პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ კვლევის ავტორების თქმით, მთავრობისთვის მთავარი გამოწვევას პროფესიულ განათლებაში უფრო მეტი სტუდენტის მოზიდვა და მეტი დამსაქმებლის დაინტერესება წარმოადგენს.
კვლევა პროექტ რეფორმეტრის ავტორობით 2013-დან 2017-წლამდე პერიოდში ჩატარდა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
კვლევის მიხედვით, ამ წლებში სამოქმედო გეგმის 83,3% შესრულებულია და ამჟამად, 2018-2020 წლების აქტივობების დეტალური გეგმა მზადდება.
გამოიკვეთა, რომ პროფესიული სასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი, რომელთაგან 65% კერძო, ხოლო 35% საჯარო სასწავლებელია.
2017 წელს ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა საჯარო სასწავლებლებში ინჟინერიის მიმართულება იყო, ხოლო კერძო სასწავლებლებში ჯანდაცვა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოკითხული საწარმოების 5,9 %-მა პროცენტმა კი პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
პროფესიულ განათლებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს და ახალ გამოწვევებზეც საუბრობს განათლების მინისტრის მოადგილე.
ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, სტუდენტების მოზიდვის კუთხით მეტი კამპანია ჩატარდება, ასევე გაიხსნება ახალი სასწავლებლები და იგეგმება ინფრასტრუქუტურული პროექტებიც. ღონისძიებები პროფესიული განათლების შესახებ მომზადებული ახალი კანონპროექტის ფარგლებში განხორციელდება.