პროექტის ავტორის ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს ფილმი „შინდისი“ 20-ზე მეტ ქვეყანაში იქნება ნაჩვენები
7 და 8 აგვისტოს მხატვრული ფილმი „შინდისი“ ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტ ქვეყანაში, – ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ავრცელებს.
„რაც მთავარია, ყველა სეანსი იქნება თავისუფალი, ანუ აბსოლუტურად უფასო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ასევე ემიგრანტმა ნახოს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ფილმის შექმნის მთავარი მიზანიც ეს იყო! „ისტორია რომელიც უნდა გვახსოვდეს“… ქვეყნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით…“, – წერს ედმონდ მინაშვილი.
მისივე ცნობით, 8 აგვისტოს ფილმი ლისზე იქნება ნაჩვენები.
„8 აგვისტოს „შინდისის“ ნახვა შეგიძლიათ ლისზე, „კავეას“ drive-in კინოთეატრში. ჩვენება იქნება საქველმოქმედო…“, – აცხადებს მინაშვილი.