კახა კალაძე - შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხლობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ
კახა კალაძე - შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხლობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ

შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხლობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„შინდისი, 2008 წლის 11 აგვისტო – ამ თარიღის უკან დგას თავგანწირული ბრძოლის ისტორია, რუს ოკუპანტთან მებრძოლი 17 ქართველი გმირის საოცარი ამბავი და მაგალითი მომავალი თაობებისთვის, თუ რაოდენ ძვირფასია სამშობლო და თავისუფლება.

შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხლობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპა 17 ქართველი ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.