პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდა
პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა სოფელ კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდა

„თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში მოსახლეობას შეხვდა. კუკავამ ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემებიც მოისმინა.

კახა კუკავას თქმით, საგარეჯოს მოსახლეობას ამ ეტაპზე ერთადერთი მწვავე პრობლემა აწუხებთ და ეს არის ყურძნის ფასი. კუკავას განცხადებით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთვევაში ყურძნის ფასი აიწევს.

„მთავარი პრობლემა არის ყურძნის ფასი. აქ დავდივარ ბოლო 15 წელია რთველის დროს და მახოვს ის პერიოდიც, როდესაც სააკაშვილი 2000 ლარს იხდიდა ერთი ჰექტარი ყურძნის აჩეხვაში. მაშინ დავიწყე საუბარი იმაზე, რომ რუსეთში უნდა გაიყიდოს ქართული ყურძენი.

ჩვენი პროგრამა გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის ბაზარი უნდა გაიხსნას ქართული სპირტიანი სასმელებისთვის და ყოველი ექსპორტირებული ბოთლიდან 30 % უნდა იყოს ყურძნის ფასი, რაც იმას ნიშნავს რომ ყურძნის ფასი თეთრ ყურძენზე მინიმუმ იქნება 1.5 ლარი იქნება“,- განაცხადა კახა კუკავამ.