პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც მიუძღვის მარიკა ლორთქიფანიძეს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საკითხში
საქართველოს პრეზიდენტი აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში გასწია.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.
განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია 70 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში.
მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც მიუძღვის მას საქართველოს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საკითხში.
მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს ამ მძიმე წუთებში.
ეს დანაკლისი უმძიმესია თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის“,- აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.
აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.