თსუ-ში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება

14:08, 11.01.2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება, – ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა.

რექტორის თქმით, სტიპენდიას ისტორიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.

ასევე დაწესება ყოველწლიური სამეცნიერო სიმპოზიუმი.

ამასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია.

მსგავსი