ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება, – ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა.
რექტორის თქმით, სტიპენდიას ისტორიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.
ასევე დაწესება ყოველწლიური სამეცნიერო სიმპოზიუმი.
ამასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია.