მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს 

16:08, 11.01.2018

აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

ოჯახის წევრებს სამეცნიერო და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

სიონის ტაძარში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, მინისტრები, პარლამენტის, საკრებულოს წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები. პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. სიონის ტაძარში პატრიარქის სამძიმრის წერილიც წაიკითხეს.

დღესვე ცნობილი გახდა ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება, გაიხსნება მისი სახელობის აუდიტორიაც. მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში 8 იანვარს გარდაიცვალა.

 

ფოტო: მირიან მელაძე

მსგავსი