პრეზიდენტი - შეწყალების კომისიაში ყველა საქმე ერთიან პროცესში წარიმართება, მიუხედავად იმისა, რომელ ადამიანს ეხება
ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, შეწყალების კომისიას მიმართოს, – ასე უპასუხა შეკითხვას საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ცალკე პიროვნებებზე განცხადებებს ცალკე არასდროს აკეთებს.
„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, შეწყალების კომისიას მიმართოს. ცალკე პიროვნებებზე განცხადებას არსადროს ვაკეთებ ცალკე. როგორც იცით, შეწყალების კომისიასმ არაძალადობრივ საკითხებთან დაკავშირებით ახალი, უფრო გამარტივებული წესი დაადგინა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომელ ადამიანს ეხება, შეწყალების კომისიის მეშვეობით ყველა საქმე ერთიან პროცესში წარიმართება“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.