პრეზიდენტი - გია მაისაშვილის საქმიანობა დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და სამშობლოზე ფიქრს უკავშირდებოდა
პრეზიდენტი - გია მაისაშვილის საქმიანობა დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და სამშობლოზე ფიქრს უკავშირდებოდა

 

საქართველოს პრეზიდენტი გია მაისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც გიორგი მარგველაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, მაისაშვილის მისი საქმიანობა  დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას უკავშირდებოდა.

„ძალიან დამამწუხრა ცნობამ გია მაისაშვილის გარდაცვალების შესახებ. მისი საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში უკავშირდებოდა დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას და სამშობლოზე ფიქრს.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და მეგობრებს“,- წერს გიორგი მარგვლაშვილი.

მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 55 წლის ასაკში ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი გია მაისაშვილი გარდაიცვალა.

მაისაშვილის გარდაცვალების ფაქტი პირველ არხს მისმა ძმამ, ანზორ მაისაშვილმა დაუდასტურა.

მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა. მას რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა.