„ევერტონის“ ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ამ პოსტიდან რაფაელ ბენიტესის წასვლის შემდეგ.
როგორც ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ თავის „ტვიტერში“ დაწერა, ლივერპულური გუნდის სრულფასოვანი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი გახდება.
„ევერტონის“ ხელმძღვანელობამ გამართა მოლაპარაკებები 43 წლის სპეციალისტთან, რის შემდეგაც, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. უახლოეს ხანში „ევერტონი“ლემპარდთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადებს.
სატურნირო ცხრილში „ევერტონი“ 19 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.