„მანჩესტერ სიტის“ ფინანსური დარღვევების განხილვა მომავალ კვირას დაიწყება #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ფინანსური დარღვევების განხილვა მომავალ კვირას დაიწყება #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტისთან“ დაკავშირებული საქმის განხილვა მომდევნო კვირას დაიწყება, – ინფორმაციას  The Telegraph-ი ავრცელებს.

ინგლისურ კლუბს 100-ზე მეტ ფინანსურ დარღვევას ედავებიან, რომლებიც ათი სეზონის განმავლობაში მოხდა, კერძოდ კი, 2009-2018 წლებში. იუწყებიან, რომ „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელებმა არაერთხელ დაარღვიეს ფინანსური Fair Play-ის წესები.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პრემიერლიგის ლიდერ „ლივერპულს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში „ევერტონს“ მსგავსი დარღვევების გამო ათი ქულა ჩამოაკლეს.