„ბარსელონას“ რაფაელ ლეაოს შეძენა სურს #1TVSPORT
„ბარსელონას“ რაფაელ ლეაოს შეძენა სურს #1TVSPORT

„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „მილანის“ გარემარბის, რაფაელ ლეაოს შეძენით არის დაინტერესებული.

როგორც გამოცემა Diario Sport-ი წერს, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს, შემადგენლობა ვარსკვლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელით გააძლიეროს. „ბარსელონას“ სპორტულ მენეჯმენტს უკვე დაავალეს ამჟამინდელი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა, რათა კლუბს საშუალება ჰქონდეს მაღალი კლასის ახალწვეულები შეიძინოს.

„ბარსელონას“ პრიორიტეტული ამოცანაა საყრდენი ნახევარმცველისა და გარემარბის შეძენა. ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციის გასამყარებლად განიხილება ამადუ ონანა „ევერტონიდან“. კატალონელები იმედოვნებენ, რომ გარიგების თანხა 40 მილიონ ევროს არ გადააჭარბებს.

რაც შეეხება გარემარბის პოზიციას, „ბარსელონას“ წარმომადგენლები განიხილავდნენ ლეროი სანეს ტრანსფერს, მაგრამ გერმანელი, დიდი ალბათობით, კონტრაქტს გააგრძელებს „ბაიერნთან“. ამის გამო „ბარსელონა“ რაფაელ ლეაოს კანდიდატურაზე გადაერთო. პორტუგალიელს სურს, თავისი ძალები მოსინჯოს ესპანეთის ან ინგლისის ჩემპიონატში და „ბარსელონამ“ იცის ამის შესახებ.

ლეაოს კონტრაქტი „მილანთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 175 მილიონი ევრო. „ბარსელონას“ არ შეუძლია ასეთი თანხის გადახდა, მაგრამ გეგმავს „მილანთან“ მოლაპარაკებებს და ღირსეული წინადადების შეთავაზებას.

მიმდინარე სეზონში ლეაომ სერია A-ში 21 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.