პრემიერი - სასჯელაღსრულების სისტემა ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითია
სასჯელაღსრულების სისტემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულებაა ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა.
„სასჯელაღსრულების სისტემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებული მიმართულება ჩვენთვის და ჰუმანური რეფორმების ნათელი მაგალითი. პირველი იანვრიდან დაინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე-შინაპატიმრობა და კონტროლი განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგის მშევეობით. მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება, რაც ასევე დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „პროგრამის საბაზისო პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება და ეს სისტემა გახდება კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული მოსახლეობის საჭიროებაზე“.