პრემიერ-მინისტრი ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 14 წლის ასლან მამედოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის მშობლებს, ოჯახს, თანატოლებსა და პედაგოგებს. სრულიად შეძრული ვარ მომხდარით და სიტყვები არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.