ირაკლი კობახიძე – შეძრული ვარ ტრაგიკული შემთხვევით, რომელმაც მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა

18:46, 28.02.2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად 14 წლის მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შეძრული ვარ დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით, რომელმაც 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა და მისი თანატოლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უდიდესი საფრთხე შეუქმნა.

იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება უმოკლეს ვადაში დაადგენს ამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზს.

მთელი გულით თანავუგრძნობ გარდაცვლილი ასლან მამედოვის ოჯახს, პედაგოგებს და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

მსგავსი