რიგით IX თეატრალური პრემია „დურუჯის“ გამარჯვებულები ცნობილია. დაჯილდოების ცერემონია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ტრადიციულად, „დურუჯი“ 5 ნომინაციაში გაიცა: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი-დავით დოიაშვილი (ბალიშის კაცუნა), საუკეთესო სცენოგრაფი- თამარ ოხიკიამი (ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი), საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატუკა კახიძე (მარჯანიშვილის თეატრი), საუკეთესო მსახიობი მამაკაცი-კახა კინწურაშვილი (მუსიკისა და დრამის თეატრი), საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი-თამთა მელაშვილი (გათვლა).
გამარჯვებულები ხუთწევრიანმა ჟიურიმ გამოავლინა. წელს არ გაიცა ჯილდო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებულ ნომინაციაში – „საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი“.
სამინისტროსა და „დურუჯის“ ორგანიზატორთა შეთანხმებით, 2018 წლიდან, სამინისტრო პრემიას კვლავ გასცემს, სახეცვლილ ნომინაციაში – „საუკეთესო სარეჟისორო დებიუტი“.