თეატრალური პრემია „დურუჯის“ 2019 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
თეატრალური პრემია „დურუჯის“ 2019 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საჯარო ბიბლიოთეკაში თეატრალური პრემია „დურუჯის“ 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

„დურუჯი“ წელს მეთერთმეტედ ჩატარდა.

2019 წლის საკონკურსო ეტაპზე მონაწილეობა 35-მა კონკურსანტმა მიიღო, როგორც თბილისის თეატრებიდან, ასევე რეგიონებიდან.​

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სპექტაკლი; საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი „ახალი ხედვა“; საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა; საუკეთესო სცენოგრაფია; საუკეთესო მუსიკა; საუკეთესო მსახიობი ქალი; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი; საუკეთესო სარეჟისორო დებიუტი.

ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“ გამარჯვებული გახდა: „ჰეკაბე“ (ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი).

ნომინაციაში საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – „ახალი ხედვა“ გამარჯვებული გახდა „მარინა რევია“ (ავტორი ალექსი ჩიღვინაძე, ფოთის ვ. გუნიას სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძე).

ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფია გამარჯვებული გახდა: „ალტონელი განდეგილები“ (სცენოგრაფი თეო კუხიანიძე, თავისუფალი თეატრი).

ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა გამარჯვებული გახდა: „ღვთაებრივი კომედია“ (მუსიკის ავტორები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია, მოძრაობის თეატრი).

ნომინაცია საუკეთესო ქალი მსახიობი გამარჯვებული გახდა: ენდი ძიძავა (სპექტაკლი „მარინა რევია“)

ნომინაციაში საუკეთესო კაცი მსახიობი გამარჯვებული გახდა:​ ბიჭკა ჭეიშვილი („ბალიშის კაცუნა“).

ნომინაცია საუკეთესო დებიუტი გამარჯვებული გახდა: „ბალიშის კაცუნა“ (რეჟისორი გეგა გაგნიძე, დ. ალექსიძის სახელობის თეატრი).