პრემია „დურუჯის“ 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

22:23, 07.12.2018

თეატრალური პრემია „დურუჯის“ 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საუკეთესო რეჟისორის პრიზი ელენე მაცხონაშვილს გადაეცა, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლისთვის „წერილი ჯერალდინას“;

საუკეთესო თანამედროვე ქართულ პიესად დასახელდა ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი);

საუკეთესო სცენოგრაფიისთვის „დურუჯი“ მიიღო სერგეი შივცმა სპექტაკლისთვის „ანტიგონე“ – გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი;

საუკეთესო მსახიობ მამაკაცად თორნიკე გოგრიჭიანი დასახელდა – სამეფო უბნის თეატრი, „მარიონეტების ცხოვრებიდან“;

საუკეთესო მსახიობი ქალი მეგი კობალაძე გახდა – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, „სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი“.

წელს პრემია „დურუჯი“ 10 წლის გახდა.

მსგავსი