თეატრალური პრემია „დურუჯის“ 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საუკეთესო რეჟისორის პრიზი ელენე მაცხონაშვილს გადაეცა, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლისთვის „წერილი ჯერალდინას“;
საუკეთესო თანამედროვე ქართულ პიესად დასახელდა ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი);
საუკეთესო სცენოგრაფიისთვის „დურუჯი“ მიიღო სერგეი შივცმა სპექტაკლისთვის „ანტიგონე“ – გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი;
საუკეთესო მსახიობ მამაკაცად თორნიკე გოგრიჭიანი დასახელდა – სამეფო უბნის თეატრი, „მარიონეტების ცხოვრებიდან“;
საუკეთესო მსახიობი ქალი მეგი კობალაძე გახდა – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, „სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი“.
წელს პრემია „დურუჯი“ 10 წლის გახდა.