პოროშენკო ინიციატივით გამოდის, საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების იუბილე ერთობლივი ღონისძიებებით აღინიშნოს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა ინიციატივით, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილე ერთობლივი ღონისძიებებით აღინიშნოს, – ამის შესახებ პოროშენკომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მოდით, საერთო ღონისძიებები დავგეგმოთ. ჩემი იდეა იყო, როდესაც ჩვენს პარლამენტში კენჭს უყრიდნენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ჩემი ადმინისტრაცია ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეუთანხმდა ევროპარლამენტთან ვიდეოკავშირის ორგანიზებაზე.
მოდით, რამე მსგავსი გავაკეთოთ პარლამენტების სესიაზე. მოდით, ვაჩვენოთ, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ისტორია არ იწყება საბჭოთა კავშირის დაშლიდან, რომ ჩვენ ვართ ერები, რომელთაც საბჭოთა კავშირამდე გაცილებით დიდი ისტორია აქვთ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ასი წლისთავი 2018 წლის 4 ივლისს აღინიშნება.