„სან-ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის გუნდს შემდეგ სეზონშიც უხელმძღვანელებს.
„სან-ანტიონიო“ ამ სეზონამდე ზედიზედ 22-ჯერ მოხვდა პლეი ოფის ზონაში, წელს კი შემდეგ ეტაპზე გასვლა გუნდმა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ რომ პოპოვიჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლავთ. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ დამარცხდნენ.
აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მთავარი ფავორიტია და რევანშის აღებას ბოლომდე შეეცდება.