პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ზაფხულში რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად არ ჩავა.
ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიის ხელმძღვანელმა , კშიშტოფ შერსკიმ გააკეთა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.
პოლონეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს არც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. გავრცელებული ინფორმაციით, დუდა ფიქრობს, რომ ახლა მისალოცად შესაფერისი დრო არ არის.