პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებს

13:46, 20.03.2018

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ზაფხულში რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად არ ჩავა.

ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიის ხელმძღვანელმა , კშიშტოფ შერსკიმ გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

პოლონეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს არც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. გავრცელებული ინფორმაციით, დუდა ფიქრობს, რომ ახლა მისალოცად შესაფერისი დრო არ არის.

მსგავსი