პოლონეთის პრეზიდენტი - რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესია საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა იყო
რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესია საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა იყო, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, საერთაშორისო ნორმები დაცული იყოს და ამის მისაღწევად საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება.
„პოლონეთის პრიორიტეტი უცვლელია. ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა. მსოფლიოში გრძელვადიანი მშვიდობა ვერ შენარჩუნდება, თუ ყველა არ დაემორჩილება კანონს. აუცილებელია სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები ირღვევა, მაგალითად, რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.