პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის საფრთხეებს შორის სახელდება
რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, ყირიმის ანექსია და ქმედებები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევაა და ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების სისტემას, – ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში, რომელსაც ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მოაწერა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგი და ეს უსაფრთხოების აშკარა ელემენტია ჩვენთვის – ბალტიის სახელმწიფოებისთვის და ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ევროპის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებისთვის“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.
პოლონეთის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი აქტიურად აგრძელებს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის ეს ეხება კალინინგრადის ოლქს.