პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის საფრთხეებს შორის სახელდება

00:06, 13.05.2020

რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, ყირიმის ანექსია და ქმედებები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევაა და ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების სისტემას, – ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში, რომელსაც ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მოაწერა.

„დღეს ჩვენ გვაქვს ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგი და ეს უსაფრთხოების აშკარა ელემენტია ჩვენთვის – ბალტიის სახელმწიფოებისთვის და ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ევროპის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებისთვის“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

პოლონეთის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი აქტიურად აგრძელებს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის ეს ეხება კალინინგრადის ოლქს.

მსგავსი