პოლონეთის ანტისაჰაერო თავდაცვითი ძალები გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი
პოლონეთის ანტისაჰაერო თავდაცვითი ძალები გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კი, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო თათბირს მართავს.
როგორც პოლონური მედია წერს, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელმა, იაცეკ გორიშევსკიმ განაცხადა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის ძალების გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმზე გადაყვანა, დღეს დილით უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში უცნობი ობიექტის შესვლას უკავშირდება.
„ჩვენი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გასაძლიერებალად საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები და ასევე რამდენიმე ავიაგამანადგურებელი“, – განაცხადა გორიშევსკიმ.
როგორც ის აცხადებს, ამ ეტაპზე გრძელდება ობიექტი ძებნა, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცეში უკრაინიდან შევიდა.
მომხდართან დაკავშირებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარია ავრცელებს ცნობას, რომ დონალდ ტუსკი საგანგებო თათბირს მართავს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და სამხედროებთან.