პარტიების მიერ საუბნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
პარტიების მიერ საუბნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება მომავალ კვირას მოხდება.

მოქმედი კანონი სავალდებულო მოთხოვნათა ჩამონათვალს ადგენს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისათვის. ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონაა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობა გამონაკლისს აწესებს, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ მოეთხოვებათ.