საქართველოს ისტორიაში ეს სამარცხვინო ფურცელი უნდა დაიხუროს და პოლიტიკურ დევნაზე საუბარი უნდა დასრულდეს – ეს განცხადება “ ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.
“ეს რომელიმე ცალკეული პატიმრის ან რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესი არ გახლავთ, ეს შიდაპოლიტიკური ბრძოლის საგანი არ არის. ეს ქვეყნის მომავლის, ნორმალური დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნის იმიჯის საკითხია. ეს ყველა ჩვენთაგანის ინტერესებში შედის. პარადოქსული რამე უნდა ვთქვა, ეს დღეს ვინც ხელისუფლებაშია იმათ ინტერესშიცაა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა ჭაობში არასდროს არ დაბრუნდეს. დღევანდელ ხელისუფლებასა და მის არაფორმალურ მმართველს, აქვს ხელში ინსტრუმენტი, რომ ეს ფურცელი დაასრულოს და ზიანი აღარ გააღრმავონ. ჩვენი უსაფრთხოების საკითხიცაა. ხელისუფლების ამოცანა იყო არა დანაშაულის გამოძიება, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ამოცანების მიღწევა. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლომ დღეს ეს თქვა“, – აღნიშნა ბოკერიამ.
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება გამოაცხადა.