პოლიციამ თბილისში ბავშვის გატაცების მცდელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავა
პოლიციამ თბილისში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცმა ეზოში მყოფი ბავშვის გატაცება სცადა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მამაკაცი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის აღძრული (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.