რუსეთში მიიღეს კანონპროექტი, რომლითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „არასანდო ამბების“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი წესდება
რუსეთში მიიღეს კანონპროექტი, რომლითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „არასანდო ამბების“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლის სასჯელი წესდება

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „არასანდო ამბების“ გავრცელებისთვის სისხლის სამართლის სასჯელის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კანონპროექტი რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაწესებას, 700 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე ჯარიმის სახით ან თავისუფლების აღკვეთას სამი წლის ვადით.

ამასთან, თუკი დარღვევა ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირთა ჯგუფის ან პირთა ჯგუფის მიერ მტკიცებულებების ხელოვნური შექმნით, სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე. გარდა ამისა, ყალბი ამბების გავრცელება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 15 წლამდე.