პოლიციამ ლიონში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა „ტვიტერით“ გაავრცელა.
„ლიონში ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია“, – წერს კასტანერი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიონის პოლიციასა და პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტულ დანაყოფს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული სამუშაოსთვის.
ლიონში აფეთქება 24 მაისს, ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე მოხდა. დაშავდა 13 ადამიანი.