საფრანგეთის ქალაქ ლიონის ცენტრში აფეთქება მოხდა
საფრანგეთის ქალაქ ლიონის ცენტრში აფეთქება მოხდა

საფრანგეთის ქალაქ ლიონის ცენტრში, ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით დაშავებულია ექვსი ადამიანი. ინციდენტის შედეგად, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური. ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, შემთხვევის ადგილს თავი აარიდონ. არსებული მონაცემებით, ქუჩაზე ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა.