პოლიციამ ლიონში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავა

12:54, 27.05.2019

პოლიციამ ლიონში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა „ტვიტერით“ გაავრცელა.

„ლიონში ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია“, – წერს კასტანერი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიონის პოლიციასა და პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტულ დანაყოფს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული სამუშაოსთვის.

ლიონში აფეთქება 24 მაისს, ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე მოხდა. დაშავდა 13 ადამიანი.

მსგავსი