პოლარული ციალი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფენომენია დედამიწაზე. მზისგან მომდინარე დამუხტული ნაწილაკების ჭავლების, იგივე მზის ქარის გარკვეულ ნაწილაკებს დედამიწის დამცავი მაგნიტური ველი იჭერს და ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით წასვლას აიძულებს. მათი საბოლოო გაჩერების ადგილი პლანეტის პოლარული რეგიონებია.
სწორედ აქ ხვდება ერთმანეთს მზის ქარი და დედამიწის ატმოსფერო. შედეგად, ჩვენ წინაშე ჩნდება თვალწარმტაცი მწვანე და წითელი ციალი. დედამიწის მაგნიტური ველის მიერ მართული მზის ქარის ნაწილაკები ეჯახება ატმოსფეროში არსებულ ჟანგბადსა და აზოტს და დროებით აცლის ელექტრონებს, რაც მათ კაშკაშს იწვევს.
პოლარული ციალის სეზონი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სექტემბრიდან აპრილამდე გრძელდება, სამხრეთ ნახევარსფეროში კი მარტიდან სექტემბრამდე.
ფოტოგრაფიულმა ბლოგმა Capture the Atlas-მა ამ თვალწარმტაცი ბუნებრივი ფენომენისთვის ამ სეზონზე გადაღებული საუკეთესო ფოტოები შეარჩია. გამარჯვებულთა შორის მოხვდა ფინეთიდან, ნორვეგიიდან, ისლანდიიდან, კანადიდან, რუსეთიდან, ავსტრალიიდან და ანტარქტიდიდან გადაღებული ფოტოები.
„ვიკინგები ცაში“
ისლანდია. ფოტო: ნიკო რინალდი
„გაყინვის წინ“
ლაპლანდია, ფინეთი. ფოტო: აკი მიკოლა
„ზეციური ცეკვა“
კოლის ნახევარკუნძული, რუსეთი. ფოტო: სერგეი კოროლევი
„დამტკიცება“
ისლანდია. ფოტო: უილიამ პატინო
„დრაკონის კვერცხები“
ლოფოტენის კუნძულები, ნორვეგია. ფოტო: როკსოლიანა ჰილევიჩი
„როცა ოცნება რეალობად იქცევა“
იუკონი, კანადა. ფოტო: მოჰად ალმეჰანა
„კანადის ცის ქვეშ“
ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა. ფოტო: პარკერ ბარკეტი
„გრძნეულების კოშკი“
ისლანდია. ფოტო: ჯოაკინ მარკო
„ნადირობის ჯილდო“
ტასმანია, ავსტრალია. ფოტო: ბენ მეიზი
„ფინეთი ღამით“
ლაპლანდია, ფინეთი. ფოტო: კიმ ჯენსენი
„ანტარქტიკული ღამე“
ნეიტრინოების ობსერვატორია IceCube, ანტარქტიდა. ფოტო: ბენჯამინ ებერჰარდტი