პოლ მაკკარტნის ახალმა ალბომმა ჟურნალ Billboard-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა
პოლ მაკკარტნის ახალმა ალბომმა ჟურნალ Billboard-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა

პოლ მაკკარტნის ახალმა ალბომმა Egypt Station-მა ჟურნალ Billboard-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა, – ინფრომაცია ამის შესახებ Billboard-ი ავრცელებს.

ალბომის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში უკვე გაიყიდა 155 ათასზე მეტი ეგზემპლარი. ალბომში 16 კომპოზიციაა შესული.

მსოფლიო პოპულარობა მაკკარტნის ჯგუფ The Beatles-ის წევრობამ მოუტანა, სადაც ჯონ ლენონთან, ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტართან ერთად იყო.

თანამედროვე პოპულარული მუსიკის ისტორიაში მაკკარტნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპოზიტორად მიიჩნევენ. მაკკარტნის მიერ დაწერილ, დღეს უკვე პოპის კლასიკად ქცეულ რამდენიმე ათეულ სიმღერას შორის არის Yesterday, Eleanor Rigby, Let It Be, Hey Jude და Penny Lane.

ჯგუფის დაშლის შემდეგ, 1970-იანებში, მუსიკოსმა წარმატებული სოლოპროექტები განახორციელა და პირველ ცოლთან, ლინდა ისტმანთან ერთად ჯგუფი „უინგსი“ ჩამოაყალიბა.