როკ ჯგუფ Eagles-ის ალბომი Their Greatest Hits 1971-1975 აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა
როკ ჯგუფ Eagles-ის ალბომი Their Greatest Hits 1971-1975 აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა

ლეგენდარული ამერიკული როკ ჯგუფის, Eagles-ის ალბომი Their Greatest Hits 1971-1975, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა.

ინფორმაციას  Associated Press ავრცელებს.

ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მონაცემებით, ამ დროისთვის ალბომის 38 მილიონი ასლია გაყიდული.

ამ მონაცემებით  ჯგუფმა გაყიდვებით გაუსწრო მაიკლ ჯექსონის ალბომს სახელწოდებით Thriller.