პოეტ დათო მაღრაძის ლექსი სიცილიაში, ქალაქ აუგუსტას კედელზე განთავსდება
პოეტ დათო მაღრაძის ლექსი სიცილიაში, ქალაქ აუგუსტას კედელზე განთავსდება.
ხელოვანთა საერთაშორისო ფესტივალის „ფედერიჩანოს“ მესვეურების და ქალაქ აუგუსტას მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 31 აგვისტოს სიცილიის ქალაქ აუგუსტაში, ქალაქის კედელზე მარმარილოს ფილა დათო მაღრაძის ლექსით საზეიმოდ გაიხსნება.
ქალაქის კედელზე პირველი ფილა დათო მაღრაძის ლექსით – „ნატას და ელენეს“ როკაიმპერიალეში განთავსდა.
ამასთან, დათო მაღრაძე წელს პოეზიის ფესტივალის, „ფედერიჩიანოს“ ჟიურის საპატიო პრეზიდენტებს შორისაც იქნება.
„გამარჯვების, სიხარულის ემოციას იწვევს, როცა ჰორიზონტს აქეთ ნათქვამი სიტყვა ჰორიზონტს იქით ისმის და მკითხველის ყურადღებას იქცევს“, – ამბობს პოეტი.