დავით მაღრაძე - არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის
დავით მაღრაძე - არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის

არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის, – ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე “ფეისბუქზე“ წერს.

„მინდა, მოგმართოთ საქართველოს მოსახლეობას და წინასწარ გთხოვთ, რომ მომიტევოთ ამ კადნიერებისთვის. ვიცი, რომ გვაქვს საფუძველი არაერთგვაროვანი იყოს ჩვენი პოზიცია არსებული ხელისუფლების მიმართ, რაც მკაფიოდ გამოვხატე ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში. მიუხედავად ამისა, ვხედავ, რომ არჩევანი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას შორის, ეს არის არჩევანი კულტურასა და უკულტურობას შორის. საქართველო ძველი კულტურის ქვეყანაა და ვიმედოვნებ, გამოვალთ არჩევნებზე და პირველივე ტურში დავამარცხებთ ამ გათავხედებულ უკულტურობას”,- წერს დავით მაღრაძე.