პიტერ სტანო - ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი მტკიცე რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, – წერს პიტერ სტანო.