პიტერ სიიარტო - ოლიმპიადა, რომელიც ჩატარდება სრული მონაწილეობით, შეიძლება, დიდი დახმარება აღმოჩნდეს საომარ კონფლიქტებში, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიან გადაწყვეტაში
პიტერ სიიარტო - ოლიმპიადა, რომელიც ჩატარდება სრული მონაწილეობით, შეიძლება, დიდი დახმარება აღმოჩნდეს საომარ კონფლიქტებში, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიან გადაწყვეტაში

ოლიმპიადა, რომელიც ჩატარდება სრული მონაწილეობით, შეიძლება, დიდი დახმარება აღმოჩნდეს საომარ კონფლიქტებში, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიან გადაწყვეტაში, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, სერ მიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს უთხრა, რომ კარგი იქნებოდა, სპორტი მშვიდობის იარაღი ყოფილიყო და სპორტი და გეოპოლიტიკა მკვეთრად გამიჯნულიყო.

„ოლიმპიადა არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკას, არამედ სპორტს და სპორტსმენებს, ოლიმპიადას აქვს ნამდვილი მისია, შექმნას მშვიდობა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.