პიტ ჰეგსეტი კონგრესში მისი იმპიჩმენტის ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მზად არის, პენტაგონში თავისი საქმიანობა დაიცვას

23:05, 09.11.2026

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა კონგრესში მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მზად არის, პენტაგონში თავისი საქმიანობა დაიცვას.

კითხვაზე, აქვს თუ არა რესპუბლიკელების საკმარისი მხარდაჭერა იმპიჩმენტის ინიციატივის შესაჩერებლად, ჰეგსეტმა უპასუხა: „ეს არ გვაღელვებს“.

ცნობისთვის, ჰეგსეტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლების კენჭისყრაზე დაყენების ინიციატივა წამოიწყო.

მსგავსი