„პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა პირველი მარტიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ
„პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა პირველი მარტიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როგორც პარლამენტში გამოსვლისას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და მივიღეთ გადაწყვეტილებები.
საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დღეს რამდენიმე რეგულაციის შემსუბუქების შესახებ გააკეთა განცხადება.
ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.