პირველი არხის თანამონაწილეობით შექმნილი ფილმები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი
პირველი არხის თანამონაწილეობით შექმნილი ფილმები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი

საქართველოს პირველი არხის თანამონაწილეობით შექმნილი ფილმები თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი. ორი სრულმეტრაჟიანი და ცხრა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ფესტივალ „პრომეთეს“ ქართულ პანორამაში მოხვდა.

სრულმეტრაჟიანი ფილმები:

„გვიანი შემოდგომა“ – რეჟისორი: გია ბარაბაძე;

„ბრაიტონი“ – რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პირველი არხის თანაპროდიუსერობით შექმნილი ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომელსაც ტრაიბეკას ფესტივალზე უკვე მიღებული აქვს სამი ჯილდო, „ოსკარზე“ წარსადგენად არის შერჩეული.

მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
1. „ფუტკრის დაცემა“ – რეჟისორი: ვაჟა ჩაჩხიანი;
2. „გუშაგები“- რეჟისორი: სანდრო სულაძე;
3. „პაპანაქება“ – რეჟისორი: თორნიკე გოგრიჭიანი;
4. „ნომერი 26“ – რეჟისორი: გვანცა მეფარიშვილი;
5. „მეზობელი“ – რეჟისორი: დავით ბორჩხიძე;
6. „აუზი“ – რეჟისორი: სალომე ლაცაბიძე;
7. „სასტუმრო მირაჟი“ – რეჟისორი: გურამ ბაქრაძე;
8. „შავი ზღვა“ – რეჟისორები: თინათინ ემირიძე, ხვიჩა ემირიძე;
9. „თანაგრძნობა“- რეჟისორი: ზვიად ციკოლია.

მოკლემეტრაჟიანი პროექტები საქართველოს ეროვნული კინოცენტრის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული ფილმებია და კინოცენტრისა და პირველი არხის თანადაფინანსებით შეიქმნა. რაც შეეხება მოკლემეტრაჟიან ფილმებს „სასტუმრო მირაჟი“ და „შავი ზღვა“ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის „დებიუტი“ ფარგლებშია გადაღებული.

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს პირველმა არხმა საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ჯილდო 20-20 ათასი ლარი გამოყო.

ფესტივალი „პრომეთე“ ყოველ წელს, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში ტარდება. ჩვენებები 5-12 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანსა” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზებში გაიმართება.